ka | en
Company Slogan TODO

სვიმ მოდელი ურბანული წყლების ანალიზისათვის

ავტორი: ზურაბ ჯიქია
საკვანძო სიტყვები: ურბანული წყლები, მოდელირება, სისტემები და დიზაინი
ანოტაცია:

სვიმი (SWMM) წარმოადგენს ნალექები-ზედაპირული დინების დინამიურ სიმულაციურ მოდელს ძირითადად ურბანული არეებისათვის. მთავარი შემავალი კომპონენტი არის ნალექი და შეუძლია დამაბინძურებლების ტრანსპორტირების სიმულაცია როგორც ზედაპირული დინებისას ასევე მილების სისტემაში, ითვალისწინებს ევაპორტრანპირაციას და წყლის გაცვლას მიწისზედა და მიწისქვეშა სისტემებს შორის. მოდელის ყველა პარამეტრი წარმოადგენს დროისა და სივრცის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთი აპლიკაციებისათვის როგორიცაა: • სადრენაჟე სისტემების დიზაინის და ზომების განსაზღვრა, დატბორვის კონტროლი, • კომბინირებული ქსელების დიზაინის და კონტროლისათვის, • წყლის ხარისხის, ნატანისა და დამაბინძურებლების მონიტორინგი, • სხვა და სხვა ურბანული საუკეთესო პრაქტიკებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის შესაფასებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დიზაინისთვის, დაგეგმარებისათვის და ოპერატიული მიზნებისათვის. დაგეგმარებისათვის მოდელი საშუალებას გვაძლევს თვეების და წლების ან უწყვეტი სიმულაციის წარმოებისა, რაც განპირობებულია შედარებით იოლი მათემატიკური სირთულით. დიზაინის კუთხით იგი გამოიყენება ცალკეული წვიმის მოვლენის ანალიზისათვის, ხოლო ოპერატიული მოდელი რეალურ დროში სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენება. ჩვენს კვლევაში წარმოდგენილია დიზაინის მეთოდი რა დროსაც, წყალშემკრები აუზის (ფენე, ესპანეთი), რამდენიმე წვიმის მოვლენა არის შესწავლილი და გაანალიზებული. სვიმი (SWMM) წარმოადგენს ნალექები-ზედაპირული დინების დინამიურ სიმულაციურ მოდელს ძირითადად ურბანული არეებისათვის. მთავარი შემავალი კომპონენტი არის ნალექი და შეუძლია დამაბინძურებლების ტრანსპორტირების სიმულაცია როგორც ზედაპირული დინებისას ასევე მილების სისტემაში, ითვალისწინებს ევაპორტრანპირაციას და წყლის გაცვლას მიწისზედა და მიწისქვეშა სისტემებს შორის. მოდელის ყველა პარამეტრი წარმოადგენს დროისა და სივრცის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთი აპლიკაციებისათვის როგორიცაა: • სადრენაჟე სისტემების დიზაინის და ზომების განსაზღვრა, დატბორვის კონტროლი, • კომბინირებული ქსელების დიზაინის და კონტროლისათვის, • წყლის ხარისხის, ნატანისა და დამაბინძურებლების მონიტორინგი, • სხვა და სხვა ურბანული საუკეთესო პრაქტიკებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის შესაფასებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დიზაინისთვის, დაგეგმარებისათვის და ოპერატიული მიზნებისათვის. დაგეგმარებისათვის მოდელი საშუალებას გვაძლევს თვეების და წლების ან უწყვეტი სიმულაციის წარმოებისა, რაც განპირობებულია შედარებით იოლი მათემატიკური სირთულით. დიზაინის კუთხით იგი გამოიყენება ცალკეული წვიმის მოვლენის ანალიზისათვის, ხოლო ოპერატიული მოდელი რეალურ დროში სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენება. ჩვენს კვლევაში წარმოდგენილია დიზაინის მეთოდი რა დროსაც, წყალშემკრები აუზის (ფენე, ესპანეთი), რამდენიმე წვიმის მოვლენა არის შესწავლილი და გაანალიზებული.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com