ka | en
Company Slogan TODO

კამბრიული პერიოდის "აფეთქება"

ავტორი: დავით მაისურაძე
საკვანძო სიტყვები: კამბრიული პერიოდი, კამბრიულის აფეთქება, ედიაკარიის ფაუნა
ანოტაცია:

სიცოცხლის სწრაფ გამრავალფეროვნებას ფანეროზოული ეონის დასაწყისში კამბრიულის აფეთქება ეწოდება. კამბრიულში ჩნდება პირველად ღრუბლები, ნაწლავღრუიანები, კანეკლიანები, ფეხსახსრიანები, ჭიები, რბილტანიანები, მხარფეხიანები, ხერხემლიანები ანუ, ფაქტობრივად, დღევანდელი ცოცხალი ორგანიზმების პირდაპირი წინაპრები და ეს ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ხდება. ამ ფენომენს დიდ ევოლუციურ აფეთქებასაც უწოდებენ იმ დიდ აფეთქებასთან ანალოგიით, რომელმაც სამყარო შექმნა. დაზუსტებით მიზეზი არავინ იცის, თუმცა არსებობს რამდენიმე დამაჯერებელი თეორია, რომელსაც ამ მოხსენებაში მიმოვიხილავთ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com