ავტორიზაცია

მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი
ავტორი: დავითი სურმანიძესაკვანძო სიტყვები: მიკროსკოპი
ანოტაცია:
სიტყვა მიკროსკოპი ბერძნული წარმომავლობისაა, სადაც „micros“- ნიშნავს პატარას, ხოლო „skopeo“- შეხედვას. როგორც ნებისმიერი მიკროსკოპისთვის, მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპისთვისაც ძირითადი ფუნქცია არის, თვალისთვის უხილავი ობიექტების გაფართოება და დაკვირვება. განსხვავებით სინათლის მიკროსკოპისა, რომელიც იყენებს სინათლის სხივს ობიექტის გასაფართოებლად. მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი, ნიმუშის ზედაპირის სკანირებას მაღალი ენერგიის ელექტრონული კონით ახდენს. ელექტრონებს, ოპტიკურ სინათლესთან შედარებით მცირე ტალღის სიგრძის გამო, შეუძლიათ ნიმუშის გაცილებით მეტი მახასიათებლის დეტექტირება. თანამედროვე ელექტრონულ მიკროსკოპს შეუძლია ობიექტის მილიონი და მეტი რიგით გადიდება. საკვლევი ნიმუში ელექტრონულ კონასთან ურთიერთქმედების შედეგად, უნიკალური ენერგიის რენტგენის სხივებს ასხივებს და მათი ანალიზით შესაძლებელია ნიმუშის შედგენილობის დეტალური განსაზღვრა. მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია გამოსაკვლევი მასალის შემადგენლობის, ზედაპირული სტრუქტურის, კრისტალოგრაფიული, ფიზიკური და ქიმიური თვისებების დადგენა. მაღალი გარჩევადობა, გამოსაკვლევი ნიმუშების ფართო სპექტრი, მიკროქიმიური ანალიზის შესაძლებლობა, ანალიზის და კვლევის ჩატარების მოკლე დროში ჩატარების შესაძლებლობა და სიმარტივე განაპირობებს აღნიშნული ინსტრუმენტის ფართო გამოყენებას როგორც საკვლევ-სამეცნიერო, ასევე ინდუსტრიულ სფეროში. წლების განმავლობაში მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი მნიშვნელოვნად განვითარდა, გაიზარდა მისი შესაძლებლობები და გამოყენების სპექტრი. ელექტრონების ემისიის წყაროს ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა, გაუმჯობესებულმა ელექტრო-ოპტიკურმა დეტექტორებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა ნიმუშების გარჩევადობის ხარისხი. თანამედროვე მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპები იძლევა კონტროლირებად პირობებში კვლევის ჩატარებისა და დინამიური პროცესების დაკვირვების შესაძლებლობას.