ka | en
Company Slogan TODO

პენკონაზოლის ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში მას სპექტრომეტრთან თავსებადი ელუენტების გამოყენებით

ავტორი: ანა რაქვიაშვილი
თანაავტორები: ნათია ჭანტურია
საკვანძო სიტყვები: პენკონაზოლი, ქრომატოგრაფია, ენანტიომერები
ანოტაცია:

პენკონაზოლი არის ფუნგიციდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სოკოვანი დაავადებების გასაკონტროლებლად სხვადასხვა კულტურებში. მისმა ეფექტურობამ, უსაფრთხოებამ და გარემოზე ზემოქმედებამ ის პოპულარულ არჩევანად აქცია ფერმერებს შორის. ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო შეგვესწავლა პეკნონაზოლის ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის და პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით. ამ კვლევაში გამოვიკვლიეთ პენკონაზოლის ენანტიომერები მას სპექტრომეტრთან თავსებადი მოძრავი ფაზებით. მიღებული შედეგების საფუძველზე გავაკეთეთ ზოგიერთი დასკვნა მოძრავი ფაზის გავლენის შესახებ პენკონაზოლის ენანტიომერების შეკავებასა და დაყოფაზე პოლისაქარიდული ბუნების ქირალურ სელექტორებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com