ka | en
Company Slogan TODO

დიფენოკონაზოლის სტერეოიზომერების დაყოფა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში მას სპექტრომეტრთან თავსებადი ელუენტების გამოყენებით

ავტორი: ნათია ჭანტურია
თანაავტორები: Ana Rakviashvili
საკვანძო სიტყვები: მაღალ-ეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, დიფენოკონაზოლი
ანოტაცია:

დიფენოკონაზოლი არის ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სოკოვან დავადებასთან საბრძოლველად, მაგალითად: ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულსა და სხვა მინდვრის კულტურებში. დიფენოკონაზოლი მოქმედებს დემეთილირების ინჰიბირებით ერგოსტეროლის სინთეზის დროს [1].დიფენოკონაზოლს აქვს 2 ქირალური ცენტრი და შესაბამისად 4 სტერეოიზომერი. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, დიფენოკონაზოლის სტერეოიზომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხული ქრომატოგრაფიის და პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სვეტების გამოყენებით. აღნიშნულ კვლევაში გამოვიყენეთ დიფენოკონაზოლის სტერეოიზომერების დასაყოფად მას-სპექტრომეტრთან თავსებადი მოძრავი ფაზები. მიღებული შედეგების საფუძველზე გავაკეთეთ ზოგიერთი დასკვნა მოძრავი ფაზის გავლენის შესახებ მათი სტერეოიზომერების შეკავებაზე და დაყოფაზე პოლისაქარიდული ბუნების ქირალურ სელექტორებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com