ავტორიზაცია

ციტოქრომ C-ს ფუქნციური აქტივობის შესწავლა ხანგრძლივი გლიკირების პირობებში
ავტორი: დავით ვაშაკიძესაკვანძო სიტყვები: ხანგრძლივი გლიკირება, ციტოქრომი C, ციკლური ვოლტამპერმეტრი, ელექტრონის გადატანა.
ანოტაცია:
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა ზეგავლენა აქვს მოდელირებულ ექსპერიმენტულ პირობებში ცილური კომპონენტის ხანგრძლივ გლიკირებას ციტოქრომ C-ს ფუნქციურ აქტივობაზე ელექტროდზე. ზოგადად, ციტოქრომ C-თი დაინტერესება გამოიწვია არამარტო მისმა საკვანძო ბიოლოგიურმა ფუნქციამ –ელექტრონის ტრანსპორტმა (ატფ-ის სინთეზში), არამედ მისმა სასიგნალო ფუნქციამ უჯრედის II ტიპის შიდა აპოპტოზშიც. მარტივად რომ ვთქვათ, ციტოქრომი C მონაწილეობს უჯრედის როგორც სასიცოცხლო, ისე დაპროგრამებული კვდომის პროცესებში. კვლევის პროცესში გამოვიყენე თანამედროვე ციკლური ვოლტამპერმეტრიის მეთოდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ხელოვნურ პირობებში (გამტარ ელექტროდზე) ციტოქრომ C-ს როგორც დაჟანგვის, ისე აღდგენის პროცესის დაკვირვება წინასწარ ჩატარებული ხანგრძლივი გლიკირების ფონზე, რათა უფრო სიღრმისეულად იყოს გაგებული ცდის ობიექტის ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებები. აღსანიშნავია, რომ 2010-იან წლებში ჩატარებულ კვლევებში ავტორები იყენებდნენ სპექტროსკოპიის მეთოდს და დაასკვნეს, რომ ციტოქრომ C-ს ხანგრძლივი გლიკირების შედეგად ხდება მისი ფუნქციის დაქვეითება. ჩვენი ნაშრომის ფარგლებში ნაწილობრივ დადასტურდა ხსენებული კვლევევის შედეგები (ვრცლად, იხ. სამაგისტრო ნაშრომი). სახელდობრ, ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა,რომ ხანგრძლივი და განვითარებული გლიკირების საბოლოო პროდუქტები საკვანძო როლს თამაშობენ დიაბეტსა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებაში, შესაბამისად, იმის დადგენა თუ როგორ ზეგავლენას ახდენს გლიკირება ერთ-ერთი საკავნძო ცილის გამართულ ფუქნცინირებაზე, საკმაოდ აქტუალური თემაა თანამედროვე ბიომედიცინის თვალსაზრისით და მასზე, ახლო მომავალში, მთელი რიგი ახალი და პერსპექტიული კვლევის დაფუძნება შეიძლება.