ka | en
Company Slogan TODO

კალციუმის პრეპარატების შემცველი PLGA წამლის გადამტანი ნანონაწილაკების კალორიმეტრული კვლევა

ავტორი: ნატა გოლეთიანი
საკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკები, PLGA, კალციუმი, კალციუმის მარილები
ანოტაცია:

ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, იმის დადგენა თუ რამდენად კარგი გადამტანია PLGA ნანონაწილაკები კალციუმის მარილებისთვის, რადგან ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა და გაიზარდა კალციუმის შემცველი წამლების გამოყენების სიხშირე. მისი ნანონაწილაკებში მოთავსება და სამიზნე წერტილამდე ნაკლები დანაკარგებით მიტანა კი, მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს იძლევა საშუალებას, ერთი მხრივ, გავზარდოთ კალციუმის რაოდენობა სამიზნე წერტილში და მეორე მხრივ, ნანონაწილაკებში მოთავსებულმა კალციუმმა არ გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება კალციუმის პრეპარატების (კალციუმ კარბონატის, კალციუმ გლუკონატის, კალციუმ ფტორიდის, კალციუმ ფოსფატის და კალციუმ სულფატის) შემცველი Poly(Lactic-co-glycolic Acid) (PLGA) წამლის გადამტანი ნანონაწილაკების კალორიმეტრიულ კვლევას. გარდა ზოგადი ლიტერატურული მიმოხილვისა, ასევე, შეფასებულია ჩვენ მიერ შესრულებული ექსპერიმენტები, რომლებიც ჩატარებულია კალორიმეტრზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განისაზღვროს კალციუმის მარილების შემცველი ნანონაწილაკების თერმოსტაბილობა და მისი სტრუქტურული სტაბილობა გარემო პირობების მიმართ. ნაშრომში გავზომეთ და შევადარეთ სუფთა PLGA ნანონაწილაკები კალციუმის მარილების შემცველ PLGA ნანონაწილაკებს. შედეგად, დათვლილია მათი ლღობის სითბოს რაოდენობა, რომელიც დამოკიდებულია კალციუმის იონების შემცველობაზე PLGA ნანონაწილაკებში. კერძოდ, კალციუმის შემცველი მარილების კონცენტრაციის მომატებით მცირდება კომპლექსური PLGA ნანონაწილაკების სითბოსშთანთქმის პიკები. ჩატარებული ექსპერიმენტები და მიღებული შედეგები გვაძლევს საშუალებას PLGA ნანონაწილაკები გამოვიყენოთ, როგორც კალციუმის შემცველი პრეპარატების გადამტანი და ეფექტური სამკურნალო საშუალება ცოცხალ ორგანიზმებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com