ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი ქრისტიანული გადასახადის გავრცელების გეოგრაფია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595 წ.) მიხედვით

ავტორი: Kvetenadze კვეტენაძე
საკვანძო სიტყვები: ქრისტიანული გადასახადები, გეოგრაფია, მოსახლეობა, მეურნეობა
ანოტაცია:

ნაშრომში წარმოდგენილია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ ანალიზი ქრისტიანული გადასახადების მიხედვით და თემატური კარტოგრა¬ფირება. შევისწავლეთ გურჯისტანის ვილაიეთის ტერიტორია, როგორც ოსმალების მიერ დაპყრობილი უდიდესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. ასევე, მოხდა შესწავლა 1595 წლით დათარიღებული უნიკალური ხელნაწერის, რომელიც მოიცავს უმნიშვნელოვანეს მასალას. კერძოდ, განვიხილეთ თითოეული დასახლებული თუ დაუსახლებელი გეოგრაფიული ობიექტი, დეტალურად დავამუშავეთ დავთარში არსებული გადასახადები და მოვახდინეთ მათი კლასიფიცირება. ასევე, კვლევის პროცესში მოხდა იმ გადასახადთა შესწავლა, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო ქრისტიანობასთან. მაგალითად გადასახადი ღორზე, ისფენჯიზე, მურახასიესა და ვენახზე. ინფორმაციის დამუშავებისა და გეომონაცემთა ბაზის შექმნის შედეგად, დადგინდა მათი გავრცელების გეოგრაფია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595 წ.) მიხედვით.


მიმაგრებული ფაილები:

The geography of the distribution of some Christian taxes According to the "Great Chronicle of the Province of Gurjistan" (1595). [en]
ზოგიერთი ქრისტიანული გადასახადის გავრცელების გეოგრაფია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595 წ.) მიხედვით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com