ავტორიზაცია

ქირალური გამოცნობის მექანიზმების კვლევა ექსპერიმენტული და თეორიული მეთოდების კომბინაციით
ავტორი: ქეთევან მუსერიძესაკვანძო სიტყვები: ქირალური გამოცნობა, ელექტროფორეზი, ბმრ
ანოტაცია:
აღნიშნული კვლევის მიზანია ქირალური გამოცნობის მექანიზმების შესწავლა ქირალური ნივთიერებებისა და ქირალური სელექტორების, კერძოდ ციკლოდექსტრინების ბაზაზე. რადგან ქირალური გამოცნობა მოლეკულათშორის უეთიერთქმედებებზეა დამყარებული, აქედან გამომდინარე მისი გამოცნობის მექანიზმების კვლევა საჭიროებს მრავალხმრივ მიდგომებს და კვლევის სხვადასხვა მეთოდებს. ერთერთი მეთოდია კაპილარული ელექტროფორეზი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ნივთიერებების ენანტიომერების აფინობა ციკლოდექსტინის მიმართ. გარდა ამისა, კვლევა საჭიორებს დავადგინოთ კომპლექსის სტრუქტურა, რაც ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიით არის შესაძლებელი, კერძოდ კი, ROESY (Rotating-frame nuclear Overhauser Effect Specroscopy). ამგვარად, გამოყენებული მეთოდები, საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ კომპლემენტარული ინფორმაცია სელექტორ-სელექტანდის შესახებ. ერთის მხრივ, კაპილარული ელექტროფორეზის მეშვეობით, ვადგენთ რომ ადგილი აქვს ენანტიოსელექტიურ ურთიერთქმედებას (ქირალურ გამოცნობას) ხოლო ბირთვულ მაგნიტური სპექტროსკოპიის მეშვეობით ვადგნეთ თუ რა განაპირობებს ამ გამოცნობას.