ka | en
ავტორიზაცია

ხარისხოვან R-ჯგუფთა მრავალსახეობები
ავტორი: თეონა ნადირაძეანოტაცია:
ხარისხოვანი R- ჯგუფის ცნება, სადაც R ნებისმიერი ასოციაციური რგოლია ერთეულით, შემოტანილია რ. ლინდონის მიერ. ა. მიასნიკოვმა და ვ.რემესლენიკოვმა რ. ლინდონის აქსიომებს დაუმატეს ახალი საკმაოდ ბუნებრივი აქსიომა. კერძოდ, ხარისხოვანი MR-ჯგუფის (R რგოლია) ცნება R-მოდულის ცნების უშუალო განზოგადებაა არაკომუტაციური ჯგუფების შემთხვევისათვის. ნაშრომში შემოტანილია MR-ჯგუფთა მრავალსახეობის და ასეთ მრავალსახეობაში ტენზორული გასრულების ცნებები. აღწერილია MR-ჯგუფთა აბელური მრავალსახეობები და მოყვანილია ნილპოტენტურობის სხვადასხვა განსაზღვრებების შედარებები ამ კატეგორიაში. ნაჩვენებია, რომ 2-საფეხურიანი ნილპოტენტური MR-ჯგუფის გასრულება 2-საფეხურიანი ნილპოტენტური MR-ჯგუფია.
მიმაგრებული ფაილები:
ხარისხოვან R-ჯგუფთა მრავალსახეობები [ka]ხარისხოვან R-ჯგუფთა მრავალსახეობები [ka]