ავტორიზაცია

დოლბოს თეორემა ფსევდოანალიზურ დიფერენციალურ ფორმათა კონისათვის, ერმიტული სტრუქტურა ჰოლომორფულ წრფეთა ფიბრაციაზე განსაზღვრული ფსევდოანალიზური ფუნქციების საშუალებით
ავტორი: ირაკლი სიხარულიძესაკვანძო სიტყვები: ფსევდოანალიზური, კონა, დოლბოს თეორემა, ჰოლომორფული, წრფეთა ფიბრაცია, ბმულობა, ერმიტული სტრუქტურა
ანოტაცია:
მოყვანილია ერთ-ერთი გზა ჰოლომორფულ დიფერენციალურ ფორმათა კონის განზოგადოებისა ისეთი, რომ მიღებული ფორმების კომპონენტ ფუნქციები ლოკალური კოორდინატული სისტემით ინდუცირებული საბაზისო კვეთების მიმართ აკმაყოფილებდნენ კარლემან-ბერს-ვეკუას განტოლებას თვითოეული არგუმენტის მიმართ, ანუ, იყვნენ ფსევდოანალიზური ფუნქციები ბერს-ვეკუას აზრით; ამ კონისთვის დასმულია საკითხი დოლბოს თეორემის ანალოგის სამართლიანობის შესახებ, მოყვანილია აუცილებელი და საკმარისი პირობა იმისა, რომ იმ კონათა ჰომომორფიზმთა, რომლების ბირთვებიც მოცემული კონებია, მიმდევრობა ადგენდეს კომპლექსს და დოლბოს თეორემის სამართლიანობა დაყვანილია წრფივ კერძოწარმოებულებიან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამონახსნის არსებობაზე; მეორე ნაწილში მოყვანილია თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს ბმულობიან ჰოლომორფულ წრფეთა ფიბრაციაზე ერმიტული სტრუქტურა სათანადოდ შერჩეული ფსევდოანალიზური ფუნქციების მეშვეობით, როგორ განსაზღვრული ერმიტული სტრუქტურის მიმართაც ბმულობა ერმიტული იქნებოდა.
მიმაგრებული ფაილები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტი 1 [ka]