ავტორიზაცია

ბაქტერია Vibrio cholerae - ით, გამოწვეული ქოლერა
ავტორი: მარიამ ზაკალაშვილისაკვანძო სიტყვები: ქოლერა, გლობალური პანდემია, პათოგენური, შტამი, გენის მოქმედება
ანოტაცია:
Vibrio cholerae არის მძიმე დიარეულ დაავადების გამომწვევი აგენტი, რომელიც იწვევს ქოლერის ეპიდემიას, სულ მცირე 1000 წლის განმავლობაში სამხრეთ აზიაში ქოლერის ეპიდემია ფიქსირდებოდა, მაგრამ შემდგომ ასევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში, 1817 წლიდან ცნობილია ქილერას შვიდი პანდემია . მკურნალობის გარეშე, ქოლერა, პოტენციურად მაღალი ლეტალობის დაავადება, დაავადება კი იწყება სწრაფად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში, შესაძლო გახდა ქოლერის კლინიკური მართვა, ქოლერა კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც სანიტარული პირობები დაცული არ არის, ჯანდაცვა შეზღუდულია და სასმელი წყალი კი დაუცველი. ქოლერა ცნობილია უძველესი დროიდან, მისი ენდემური კერებია, ინდოეთი და პაკისტანი. 1817 — 1926 წლებში ცნობილია ქოლერის 6 პანდემია, ხოლი XX ს-ის მეორე ნახევრიდან დაიწყო დაავადების მე-7 გლობალური პანდემია, რომელიც გამოწვეული იყო არა ტიპური (აზიური) ქოლერის ვიბრიონებით, არამედ Vibrio cholerae-ს განსაკუთრებული ქოლერის გამომწვევი აგენტით რომელიც ცნობილი იყო ,,El-Tor’’, -ის სახელწოდებით, იგი იყო დომინანტური შტამი ქოლერის მეშვიდე გლობალურ პანდემიაში. Vibrio-ს გვარის წარმომადგენლები არიან ფაკულტატურად ანაერობული, ასპოროგენული, მოძრავი, მოხრილი ან სწორი გრამუარყოფითი წვრილი ჯიხების მსგავსი ბაქტერიები, Vibrio cholerae არის გრამუარყოფითი, ფაკულტატური ანაერობული ბაქტერია, რომელიც გარეგნულად, ,,მძიმეს’’ ჰგავს. ეს ბაქტერიები ბუნებრივად ცხოვრობენ მლაშე ან მარილიან წყალში, სადაც ისინი ადვილად ემაგრებიან კიბორჩხალის, კრევეტების და სხვა მოლუსკების ქიტინოვან საფარველს V. cholerae-ის ზოგიერთი შტამი პათოგენურია და ადამიანისთვის იწვევს სასიკვდილო დაავადებას, ამ დაავებას ქოლერას უწოდებენ, ბაქტერია შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში არასაკმარისად მოხარშულ ან ნედლი საზღვაო პროდუქტის მოხმარებისას.