ავტორიზაცია

საქართველოს შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია და გარემოზე ზემოქმედების დადგენა
ავტორი: ლუიზა ბუბაშვილიანოტაცია:
ნაშრომში შესწავლილია აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული სტიქიური ნაგავსაყრელების როლი მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების პროცესებში. ამისათვის, საკვლევ ნიმუშებში ჩატარდა ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზები. მიღებული შედეგების მიხედვით თვალნათლივ გამოიკვეთა სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. დოქტორანტის სემინარისთვის საველე პირობებში, მოხდა საქართველოს შიდა ქართლის რეგიონში არაკონტროლირებადი საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია, მათი ეკოქიმიკური გამოკვლევა და გარემოზე ზემოქმედების დადგენა რისთვისაც სოფელ შინდისი, არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიდან (მდ. ლიახვის პირას); სოფელ ახალდაბას, არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიდან და სოფელ ვარიანის, არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიდან, ასევე მუხრანის, ქარელის და სურამის არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიდან, აღებული იქნა საანალიზო ნიმუშები (წყალი, ნიადაგი), და შესაბამისი აკრედიტირებული მეთოდების გათვალისწინებით, ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ. „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ლაბორატორიაში. საანალიზო სინჯებში განისაზღვრა ის დამაბინძურებელი ინგრედიენტები, რომლებითაც ამ ტიპის ნაგავსაყრელების უშუალო ზეგავლენის შედეგად, გარემოს ეკოსისტემები ხშირად ბინძურდება. საანალიზო ნიმუშებში განისაზღვრა ზოგიერთი ძირითადი იონი (HCO3 -, SO42-), ბიოგენური ელემენტების ზოგიერთი ფორმა (NO2, NO3-, NH4+, PO43-), მძიმე ლითონები (Cu, Zn, Pb, Cd,). პარალელურად, იგივე საანალიზო ნიმუშებს ჩაუტარდა მიკრობიოლოგიურ ანალიზები (ტოტალური კოლიფორმები, ფეკალური სტრეპტოკოკები და ეშერიხია კოლი (E-coli). ადგილზე, საველე პირობებში, გადასატანი პორტატული აპარატის მეშვეობით, გაიზომა წყლის ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლები (pH, ტემპერატურა, ელექტროგამტარობა, წყალში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა და მარილიანობა). შესაბამისად კვლევის ობიექტები შესწავლილ იქნა კომპლექსურად – როგორც ჰიდროქიმიური, ისე ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შეგვი¬ძლია ვთქვათ, რომ სტიქიური ნაგავსაყრელები დაბინძურების მხრივ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. კერძოთ, მიმდებარე ტერიტორიების ნიადაგის ნიმუშები დაბინძურებული აღმოჩნდა ისეთი კანცეროგენული კომპონენტით, როგორიცაა ტყვია, ასევე ხშირ შემთხვევაში, საანალლიზო ნიმუშები გამოიკვეთა სპილენძისა თუთიის მაღალი შემცველობებით. ზოგიერთი ანალიზის შედეგმა ასევე აჩვენა ის, რომ სტიქიურმა ნაგავსაყრელმა შეიძლება დააბინძუროს მდინარეც და შექმნას გარკვეული ანტისანიტარული სიტუაცია მასში (თუკი ის მდებარეობს მდინარის პირას). კერძოდ, წყლის შემცველობებში ზოგჯერ იზრდება ამონიუმის იონის კონცენტრაციები და ასევე ისეთი ბაქტერიების შემცველობები როგორებიცაა - E-coli და ფეკალური სტრეფტოკოკები. ყოველივე ეს რასაკვირველია ემუქრება რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობის ჯამრთელობას, იმდენად რამდენადაც კომპონენტები რომელიც გამოიყოფიან გარემოში ნაგავსაყრელის არსებობის შემთხვევაში, ხასიათდებიან საკმაოდ მაღალი კანცეროგენული მახასიათებლებით.