ka | en
Company Slogan TODO

საერთაშორისო თანამშრომლობა კარტოგრაფიასა და გეოდეზიაში

ავტორი: საბა მოდებაძე
საკვანძო სიტყვები: კარტოგრაფია, გეოდეზია, საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული თანამშრომლობა, კარტოგრაფიის სფერო, საერთაშორისო სამეცნიერო მოხსენება, მეცნიერთა რესურსი
ანოტაცია:

წარმოდგენილი რეფერატული ნაშრომი შეეხება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოში, კარტოგრაფიისა და გეოდეზიის დარგებში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ თანამშრომლობას და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებში ჩართულობას. განხილულია ინფორმაცია ბოლო 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში დაგროვილი თეორიული ცოდნისა და ურთიერთანამშრომლობით მოპოვებული საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის საწყისები პროფ. ჯანსუღ კეკელიას მიერ, მისი დაარსებიდან დღემდე. კერძოდ რა გზა განვლო ამ ორგანიზაციამ, რა აქტივობებში იყო ჩართული და რა პერსპექტივები აქვს მას ჩვენს ქვეყანაში კარტოგრაფიული და გეოდეზიური მეცნიერებების განვითარების კონტექსტში. ნაშრომი ეფუძნება უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დაგროვილ მასალებს, როგორც მეცნიერთა ინტელექტუალურ რესურსს, შედგენილ რუკებს, კარტოგრაფიული და გეოდეზიური მასალებს, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ღირებულ მონაპოვარს, როგორც მეცნიერული გამოცდილების, ასევე კოლეგიალური ურთიერთობების სახით. ნაშრომში გამოყენებული იქნება სამეცნიერო გეოგრაფიული ლიტერატურა, კარტოგრაფიული წყაროები, პარტნიორ უნივერსიტეტებთან და პროფესორებთან დადებული თანამშრომლობის მემორანდუმები, თემატური რუკები, საერთაშორისო სამეცნიერო მოხსენებები და სხვ.


მიმაგრებული ფაილები:

International cooperation in cartography and geodesy [en]
საერთაშორისო თანამშრომლობა კარტოგრაფიასა და გეოდეზიაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com