ავტორიზაცია

პროფესიული განათლება საქართველოში
ავტორი: ტატა ჯანგველაძეანოტაცია:
პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლია, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე სიღარიბის შემცირებაში.ხარისხიანი პროფესიული განათლება ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას, უმუშევრობის შემცირებას, ღირსეულ დასაქმებას, ,,მწვანე,, ტრანსფორმაციას და მოსახლეობის კეთილგანწყობას.[2] პროფესიული განათლება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ცვალებადი მიმართულებაა განათლების სისტემაში. დინამიკურობაზე და ცვალებადობაზე გავლენას ახდენს შრომის ბაზრის ის ტენდენციები და მოთხოვნები, რომლებიც სწრაფად იცვლება და ეკონომიკის საჭიროებებს ერგება. პროფესიულ განათლებას არაერთი დაინტერესებული მხარე ჰყავს: სახელმწიფო სექტორი, კერძო სექტორი, პროფესიული განათლების მიღების მსურველი ზრდასრული საზოგადოება. სხვაგვარად რომ ვთქვათ პროფესიული განათლება საზოგადოების ყველა ფენის ინტერესსა და საჭიროებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 5-7 წლის შეფასებით, პროფესიული სასწავლებლების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა, მომხმარებლის მხრიდან. განსაკუთრებით ისეთ პროგრამებზე როგორიცაა: ფარმაცია, საექთნო საქმე, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საფინანსო სერვისები და სხვა. სწორედ, პროფესიული განათლების უკეთესი კოორდინაციისთვის, გაეროს პროგრამის და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წლის აპრილში დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო. მისი პრიორიტეტული მიმართულება არის შრომის ბაზრის შესაბამისი პროგრამების იდენტიფიცირება, მომზადება და შემდეგ ამ პროგრამით მომზადებული პირების დასაქმების ხელშეწყობა. [2]როგორც ზემოთ აღვნიშნე ბოლო წლების განმავლობაში პროფესიული განათლების სფერო ფუნდამეტურად შეიცვალა, მოდერნიზდა და გახდა მეტად მიახლოვებული ევროპულ სტანდარტებთან.