ავტორიზაცია

დისსოციაციური აგზნების პროცესების მექანიზმი He+ იონების N2, O2 მოლეკულებთან დაჯახებისას
ავტორი: მალხაზ გოჩიტაშვილითანაავტორები: რამაზ ლომსაძე, რომან კეზერაშვილი
საკვანძო სიტყვები: დისსოციაცია, აღგზნება, ვაკანსია
ანოტაცია:
დისოციაცის პროდუქტების აღგზნების ფუნქციები გაზომილია გამოსხივების, როგორც ხილულ 400-800ნმ ასევე ვაკუუმურ ულტრაიისფერ არეში 50-130ნმ. He+ - N2 წყვილისათვის წარმოდგენილია შედეგები დაკავშირებული დისსოციაციის პროდუქტის გამოსხივების წრფივ პოლარიზაციასთან. გაზომვები ჩატარებულია იონების ენერგიის 0.5კევ-10კევ დიაპაზონში. ნაჩვენებია, რომ He+ იონებისთვის დისსოციაციური პროდუქტების აღგზნება რეალიზდება გადამუხტვის პროცესში. აღგზნების მექანიზმი დაკავშირებულია, გადამუხტვის პროცესში, მაღალაღგზნებული შუალედური მოლეკულური მდგომარეობის წარმოქმნასთან, კერძოდ მოლეკულის შიგა გარსზე ვაკანსიის შექმნასთან. ვაკანსიის წარმოქმნის მექანიზმი ცალსახადაა დაკავშირებული სამნაწილაკოვანი სისტემის იონი - მოლეკულა სიმეტრიასთან და ექსპერიმენტული შედეგები თვისობრივად აიხსნება კვაზიდიატომური მიახლოების ფარგლებში.
მიმაგრებული ფაილები:
The mechanism of dissociative excitation processes in collisions of He+ ions with N2, and O2 molecules [en]