ავტორიზაცია

„ღვიძლის P-450 სისტემის Cyb5r3-კოფაქტორის როლი ეპილეფსიის პათოგენეზში-ექპერიმენტული მოდელის შექმნა”
ავტორი: სერგო გეგეჭკორისაკვანძო სიტყვები: ეპილეფსია, კოფაქტორული ცილა, ქოლინერგული სისტემა, დაბალკალორიული კვება
ანოტაცია:
ეპილეფსია თავის ტვინის, ისეთი ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელისთვისაც დამახასიათებელია ამაგზნებელ (გლუტამატერგულ) და შემაკავებელ (გაემ-ერგულ) სისტემებს შორის წონასწორობის დარღვევა. მისი არაერთი ფორმა ხასიათდდება რეზისტენტობით სხვადასხვა ტიპის ანტიეპილეფსიური პრეპარატების მიმართ. აღნიშნული პრეპარატებით ამ პათოლოგიის მკურნალობისას გამოვლენილი არასასურველი გვერდითი ეფექტების გამო, კვლავაც აქტუალურ საკითხად რჩება ეპილეფსიის ზუსტი პათოფიზიოლოგიური მექანიზმების დადგენა, რაც სამომავლოდ მკურნალობის ახალი სტრატეგიის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. თავის ტვინში ამაგზნებელ და შემაკავებელ ნეიროტრანსმიტერულ სისტემებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქოლინერგული სისტემა. არსებული ლიტერატურის მონაცემებით ირკვევა, გაემ-ის ამაგზნებელი ფუნქციის შესახებ ადრეულ პოსტნატალურ პერიოდში. აქედან გამომდინარე ვივარაუდეთ, რომ ადრეულ პოსტნატალურ პერიოდში აცეტილქოლინის გამოთავისუფლებაში ცვლილებებმა შეიძლება შეცვალოს აგზნებითი პროცესების მიმდინარეობის თავისებურება თავის ტვინში. თავად აცეტილქოლინი ორი ნაერთის: ქოლინისა და აცეტილ-CoA-ს შეკავშირებით მიიღება, რომელთაგან უკანასკნელი (აცეტილ-CoA) აერობული გლიკოლიზის პროდუქტს წარმოადგენს. გლიკოლიზში ჩართული უამრავი ფერმენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მათი დაკავშირება შესაფერის სუბსტრატთან, რაც ორგანიზმის მხრიდან მიიღწევა ღვიძლის P450 სისტემის მთავარი უნარის - ერთმანეთისაგან განარჩიოს ეგზო- და ენდოგენური სუბსტრატები- გამოყენებით. ღვიძლის ეს თვისება კი განსაზღვრულია კოფაქტორული ცილა-cyb5r3-ის არსებობით. მოცემულ ეტაპზე განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში შემუშავდა ცილა-cyb5r3-ის აქტივაციისთვის საჭირო ოპტიმალური ექსპერიმენტალური მოდელი და შევისწაველეთ ამ უკნასკნელის (ცილა-cyb5r3-ის) აქტივაციის ეფექტები ნეირტოტრასმიტერულ სისტემაზე.
მიმაგრებული ფაილები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტი (1) [ka]