ka | en
Company Slogan TODO

კავკასიისა და საქართველოს ლანდშაფტური რუკის მოკლე მიმოხილვა: გამოჩენილი მეცნიერის, პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის უკვდავი ღვაწლი გეოგრაფიაში.

ავტორი: ნელი ჯამასპაშვილი
თანაავტორები: ნიკა ნ. ბერუჩაშვილი, ლევან ნ. ბერუჩაშვილი
საკვანძო სიტყვები: კავკასია, საქართველო, ლანდშაფტი, რუკა, გის
ანოტაცია:

გარემოს დაცვის პრობლემა თანამედროვეობის ყველაზე პოპულარულ პრობლემად იქცა. მასზე უკვე მხოლოდ სპეციალისტები და მეცნიერები კი არ საუბრობენ, არამედ ყველა, ვისაც კაცობრიობის მომავალი და მისი განვითარების გზები აინტერესებს. ბუნების მდგომარეობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოითხოვს კვლევის და გარემოს კარტოგრაფირების ახალი მეთოდების შემუშავებას. XX-XXI საუკუნეებში ცნობილი გეოგრაფი, ლანდშაფტმცოდნე, კარტოგრაფი, საერთაშორისო ორიგინალური სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, პროფ. ნ.ლ. ბერუჩაშვილი - შეიმუშავა რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული კონცეფცია ბუნებრივი სისტემების სივრცე-დროითი სტრუქტურისა და დინამიკის შესახებ. მან შემოიტანა რამდენიმე ახალი ტერმინი: ბუნებრივი კომპლექსის მდგომარეობა, ლანდშაფტურ-გეოფიზიკური მიდგომა, გეომასა, გეოჰორიზონტი, სტექსი (стекс), ლანდშაფტურ-დინამიური სიტუაცია და ა.შ. ნ. ბერუჩაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა მოწინავე GIS ტექნოლოგიები და საექსპერტო სისტემები (1972, 1974, 1979, 1980) მონაცემთა დამუშავების, ლანდშაფტების პროცესების მოდელირებისა და ახალი GIS-ბის შექმნა/განვითარების დროს. ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კვლევა ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ ბუნებრივ ტერიტორიალური კომპლექსების (ბტკ) სივრცე-დროითი ანალიზისა და სინთეზის კონცეფციას, ნ.ლ. ბერუჩაშვილი (...1982, 1995, 2002 ...). ლანდშაფტური კვლევის მეთოდიკა აღწერილია ნიკო ბერუჩაშვილის მონოგრაფიებში, სახელმძღვანელოებში და სტატიებში. ფიზიკურ-გეოგრაფიული კვლევების მეთოდიკა მოცემულია წიგნში «Методика полевых физико-географических исследований» (Беручашвили, Жучкова, 1997). ქართულ ენაზე ეს მეთოდიკა აღწერილია სახელმძღვანელოში “ლანდსაფტური პრაქტიკა მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონატრზე” (1994). მონოგრაფიაში “Géosystèmes et paysages: Bilan et méthodes, (1991) განხილულია ლანდშაფტების შეფასების სხვადასხვა მეთოდები. კავკასიის, საქართველოს, ლანდშაფტური რუკების, ზოგადგეოგრაფიული, ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კარკასის რუკების და მრავალი სხვა შედგენას წინ უძღოდა უზარმაზარი გიგანტური შრომა და კვლევა - საველე, ექსპედიციური, აეროვიზუალური, კამერალური, რომელსაც ნიკომ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. სტატიაში განხილულია რუკების, გის და მონაცემთა ბანკის შემუშავების ძირითადი ეტაპები და შედეგები.


მიმაგრებული ფაილები:

კავკასიისა და საქართველოს ლანდშაფტური რუკის მოკლე მიმოხილვა გამოჩენილი მეცნიერის პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის უკვდავი ღვაწლი გეოგრაფიაში [ka]
A brief overview of the landscape Map of the Caucasus and Georgia the immortal contribution of the famous scientist Professor Niko Beruchashvili to Geography [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com