ka | en
Company Slogan TODO

ბოლნისი-კაზრეთის სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების შესწავლა ტესტ-მეთოდების გამოყენებით

ავტორი: ნინო ბიჭიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ტოქსიკურობის ხარისხი, ჰუმუსი, მძიმე მეტალები
ანოტაცია:

არასწორი ანთროპოგენური ზემოქმედებისა და სამთო-გამამდიდრებელი მრეწველობის ინტენსივობის ზრდასთან ერთად მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურების საკითხი სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, რადგან ხმელეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის დაბალპროდუქტიული და ნაკლებად ნაყოფიერი ნიადაგებით. ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს ქვემო ქართლის (ბოლნისი-კაზრეთი) სამრეწველო რეგიონი, აქ არსებულ საბადოთა („არემჯი კოპერი“ და „არემჯი გოლდი“) გარემოზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით გამოვიკვლიეთ სახნავ-სათეს ნიადაგებში საერთო ორგანიკა, ჰუმუსი, მძიმე მეტალების ხსნადი ანუ მოძრავი ფორმები, ვალენტობა, pH, ტოქსიკურობის ხარისხი და გავრცელების არეალი. ჩვენი კვლევის უმთავრესი სამეცნიერო-პრაქტიკული ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მძიმე მეტალებით დაბინძურების და ტოქსიკურობის ხარისხის შესწავლა თანამედროვე ტესტ-მეთოდების გამოყენებით, ნიადაგის რეკულტივაცია-გაჯანსაღების პირობების დადგენა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების მოსავლიანობის გაზრდის მიზნით. ნაშრომში გამოყენებულია EPA-ს თანამედროვე ტესტ-მეთოდები, რაც საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს და უპრეცედენტოა. თემის ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საკვლევი ობიექტის შესახებ სრულყოფილ ანალიზსა და შედეგებს, დავადგინეთ მძიმე მეტალების ხსნადი, მოძრავი ფორმების რაოდენობრივი განსხვავება მდინარე მაშავერას საირიგაციო სისტემის გამოყენებით სავარგულების მორწყვამდე და მორწყვის შემდგომ. კვლევების სრულყოფის მიზნით გამოყენებულია თანამედროვე აპარატურა: ატომურ- აბსორბციული, სპექტრალური, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი მასპექტრომეტრები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com