ka | en
ავტორიზაცია

თივის, ტრიეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანის და სტიროლის თანაპოლიმერის ბაზაზე კომპოზიციური მასალების მიღება და კვლევა
ავტორი: ლევან ლონდარიძესაკვანძო სიტყვები: კომპოზიტი, ცელულოზა, ჰემიცელულოზა, ლიგნინი, TGA, SEM, EDS
ანოტაცია:
თივის, სტიროლის და სილილირებული სტიროლის - თანაპოლიმერის ბაზაზე მივიღეთ ახალი ეკოლოგიურად სუფთა კომპო¬ზიციური მასალები ცხლად დაწნეხვის მეთოდით. შესწავლილია ახალი კომპოზიციური მასალების ზედაპირის მორფოლოგია ოპტიკური მიკროსკოპის საშუალებით, ზედაპირული სტრუქტურა მასკანირებელი ელექტრო¬ნული მიკროსკოპის და ენერგო დისპერსიული X-სხივური მიკროანალიზის მეთოდით. კომპოზიტებისთვის ჩატარებულია თერმოგრავიმეტრული ანალიზი (TGA), თერმოსტაბილურობის ანალიზი ვიკატის მეთოდით, მასალების კრისტალური სტრუქურა შესწავლილია X-სხივური დიფრაქციული მეთოდით. მიღებულ მასალებზე ჩატარებულია მექანიკური გამოკვლევები: სი¬მტ¬კი¬ცის ზღვარი ღუნვაზე, დარტყმითი სიბლანტე და წყალშთანთქმის კოეფიციენტი.