ka | en
Company Slogan TODO

პანკრეასის თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის მოქმედების შესწავლა ზრდასრული ვირთაგვას კუჭქვეშა ჯირკვლის GAD-დადებით და ინსულინ-დადებით უჯრედებზე

ავტორი: მარიამი მელიქიძე
თანაავტორები: ირინა მოდებაძე
საკვანძო სიტყვები: პანკრეასის თცკ, GAD-დადებითი უჯრედები, ინსულინ-დადებითი უჯრედები.
ანოტაცია:

ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რეგულაციაში წამყვანი როლი ენიჭებათ ცილებს, რომელთა დისფუნქციამ შესაძლოა სხვადასხვა დარღვევები გამოიწვიოს. დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურია უჯრედების გამრავლების რეგულაციაში მონაწილე ცილოვანი კომპლექსების იდენტიფიცირება და მათი თერაპიული მიზნით გამოყენება. ნაჩვენებია, რომ ზრდასრული თეთრი ვირთაგვების კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილი, სხვა ორგანოების მსაგავსად შეიცავს თერმოსტაბილური ცილების კომპლექსს (თცკ). აღნიშნული კომპლექსი ტრანსკრიპციის პროცესის დათრგუნვის გზით უჯრედების გამრავლების ინჰიბირებას იწვევს (Giorgobiani N et al. 2005). დადგენილია რომ, ნერვულ ქსოვილში თცკ-ს მოქმედებით აღინიშნება მიტოზურ ციკლში უჯრედების შესვლის დაჩქარება და GAD-დადებითი უჯრედების კლება (Dzidziguri et al. 2018). GAD (გლუტამატ დეკარბოქსილაზა) რომელიც აკატალიზებს გლუტამატიდან შემაკავებელი ნეიროტრანსმიტერის (გაემ) წარმოქმნას, როგორც ცნობილია, ექსპრესირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პანკრეასის კუნძულების, ძირითადად β-უჯრედებში. ასევე ის წარმოადგენს მთავარ ანტიგენს აუტოიმუნური დიაბეტის განვითარებაში. პანკრეასის ენდოკრინული ნაწილის ბეტა უჯრედების დაზიანებას თან სდევს GAD-ის სეკრეცია უჯრედგარე სივრცეში, რაც თავის მხრივ ააქტივებს მაკროფაგებს და T-უჯრედებს, და იწვევს დაავადების განვითარებას (Matthias Braun et al. 2004; Simon A. Hinke. 2007).


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com