ka | en
Company Slogan TODO

ტემპერატურის გავლენის შესწავლა ენანტიომერების დაყოფაზე ამილოზას საფუძველზე მომზადებული ქირალური სვეტების გამოყენებით

ავტორი: ანი რურუა
თანაავტორები: მარიამ შანიძე
ანოტაცია:

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენანტიომერებმა შეიძლება გამოავლინოს საკმაოდ განსხვავებული ბიოაქტივობა, ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური მოქმედება. ამიტომ მათი სინთეზისა და ანალიზის მნიშვნელობა მეცნიერების მრავალ დარგში სულ უფრო იზრდება. სამ ათწლეულზე მეტია ქრომატოგრაფიული მეთოდები და განსაკუთრებით მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია ფართოდ გამოიყენება ენანტიომერების დაყოფისთვის. ენანტიომერების დაყოფაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტემპერატურა. ტემპერატურამ შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს დაყოფის თერმოდინამიკურ და კინეტიკურ პროცესებზე. ჩვენი კვლევის მიზანია შევისწავლოთ ტემპერატურის გავლენა ენანტიომერული ნარევების დაყოფაზე პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებზე მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. ჩვენ გვსურს, იმ ეფექტების მექანიზმების აღწერა, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვლილებით. ჩვენ საკვლევ ნივთიერებებს წარმოადგენს ქირალური სამკურნალწამლო საშუალებები- არილპროპიონის მჟავას ნაწარმები: იბუპროფენი, კეტოპროფენი, ფენოპროფენი და ფლურბიპროფენი. ექსპერიმენტი ჩატარდა Agilent 1200 HPLC ინსტრუმენტზე. ამილოზაზე დაფუძნებული ქირალური სტაციონალური ფაზები : ამილოზა-1 (ამილოზა ტრის (3,5-დიმეთილფენილკარბამატი)) და ი-ამილოზა-1 (ამილოზა ტრის (3,5-დიმეთილფენილკარბამატი)) გამოვიყენეთ შემდეგ მოძრავ ფაზებთან ერთად: ნ-ჰექსანი/ეთანოლი/ჭიანჭველმჟავა-99/1/0.1 და ნ-ჰექსანი/ეთანოლი/ჭიანჭველმჟავა-99.5/0.5/0.1. დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრები უნდა გამოვთვალოთ ვანტ-ჰოფის განტოლების გამოყენებით. lnk=-〖∆H〗^0/R×1/T+〖∆S〗^0/R+lnφ შემდეგ ჩვენ შევეცდებით მიკროკალორიმეტრის გამოყენებით თერმოდინამიკური პარამეტრების უშუალოდ გაზომვას და მათ შედარებას მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიით მიღებულ შედეგებთან.


მიმაგრებული ფაილები:

The effect of temperature on the separation of enantiomers with amylose-based chiral stationary phases. [en]
ტემპერატურის გავლენის შესწავლა ენანტიომერების დაყოფაზე ამილოზას საფუძველზე მომზადებული ქირალური სვეტების გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com