ავტორიზაცია

ლიმონის წვენი, როგორც ბუნებრივი ბიოკატალიზატორი ბის-ინდოლილმეთანების სინთეზში
ავტორი: მაკა პოპიაშვილისაკვანძო სიტყვები: მწვანე ქიმია, ბიოკატალიზატორი, ბის-ინდოლილმეთანები
ანოტაცია:
ორგანულ სინთეზში ტოქსიკური და ძვირადღირებული კატალიზატორიებისა და გამხსნელების ჩანაცვლება ეკოლოგიურად უსაფრთხო ნივთიერებებით მეტად აქტუალური და პერსპექტიულია. მწვანე ქიმიის კონცეფციიდან გამომდინარე რეაქციების ჩატარება სხვადასხვა მცენარის წვენში საკმაოდ საინტერესოდ გვეჩვენა. მიზნობრივი პროდუქტების სინთეზი განვახორციელეთ ეკოლოგიურად უსაფერთხო გამხსნელში - ახლადგამოწურულ ლიმონის წვენში. რეაქცია წავიდა ოთახის ტემპერატურაზე მაღალი გამოსავლიანობით. ახალგამოწურულ და გაფილტრულ ლიმონის წვენს დავამატე წყალი სიმღვრივის წარმოქმნამდე (pH= 3). მიღებულ ხსნარში დავამატეთ 2-ფენილინდოლი (1) და ალდეჰიდი (2a-d). სარეაქციო მასას ვურევდი ოთახის ტემპერატურაზე. რეაქციის კონტროლს ვახორციელებდით თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის საშუალებით. მიზნობრივი პროდუქტი მივიღეთ მაღალი გამოსავლიანობით, რეაქციის დრო კი იყო 72 საათი. რეაქციიის პირობების ოპტიმიზაციის მიზნით, სარეაქციო ნარევის ტემპერატურა გავზარდეთ 80ºC-მდე. რეაქცია დამთავრდა 1,5-2,0 საათში. არომატული ალდეჰიდების ნაცვლად რეაქციის ჩატარება ვცადეთ კეტონებთან, თუმცა რეაქცია აღმოჩნდა ქიმიოსელექტიური და მიზნობრივი პროდუქტების მიღება ვერ შევძელით. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ( გრანტის ნომერი N F R-21-1456 ).
მიმაგრებული ფაილები:
Annotation [en]ანოტაცია [ka]