ავტორიზაცია

მძიმე მეტალების შემცველობა სამკურნალო მცენარე ფარსმანდუკში, ყაზბეგის ნიადაგების მაგალითზე
ავტორი: სოფიკო მათიაშვილისაკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, მცენარე, ეკოლოგია
ანოტაცია:
გარემოს დაბინძურება გამოწვეულია მრავალი ბიოლოგიური აქტივობით, საწარმოებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან, გაზისა და მტვრის გამონაბოლქვით. რაც ქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის მძიმე მეტალების მძლავრ ტექნოლოგიურ ნაკადებს, ნიადაგებისა და მცენარეების ზედაპირზე. მძიმე მეტალები სწრაფად გროვდება ნიადაგში და ძალიან დიდი დრო სჭირდება მისგან ამოღებას. მათ მიერ გამოწვეული ტოქსიკურობა დღევანდელობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ეკოლოგიური მდგომარეობის მზარდი გაუარესების პირობებში, სულ უფრო მეტ ყურადღებას იბპყრობს, ბიოსფეროს მძიმე ლითონებით დაბინძურების პრობლემა. ბიოსფეროს დამაბინძურებლებს შორისაა მძიმე მეტალები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ხარისხის კონტროლის სხვადასხვა სერვისებს. ბოლო საუკუნეებში მძიმე მეტალების რაოდენობა ჩვენს გარემოში საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ფართოდ გამოიყენება აგროკულტურაშიც. ჩვენი კვლევა სწორედ ემსახურება მცენარის მიერ, მძიმე მეტალების ათვისებას ნიადაგიდან. მის ზღვრულად დასაშვები ნორმის დადგენას და შეფასებას. საკვლევი ობიექტი გახლავთ სამკურნალო მცენარე ფარსმანდუკი, რომელიც იზრდება მთიან რეგიონში, კონკრეტულად საქართველოსთვის, ყაზბეგში და აქტუალურად მოიხმარება სამედიცინო კუთხით. ყაზბეგის ფლორა მდიდარია ველური სამკურნალო მცენარეებით, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია. კვლევის მიზანია, შევისწავლოთ მცენარის გვარის სხვადასხვა სახეობაში, მძიმე ლითონების დაგროვება. მცენარეთა მიერ ელემენტების დაგროვების ხარისხი შეფასდა ბიოლოგიური შთანთქმის კოეფიციენტის საფუძველზე, გამოთვლილ იქნა, როგორც მცენარის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილების ლითონის შემცველობის თანაფარდობა (მგ/კგ მშრალი წონა) ნიადაგში ელემენტის მთლიანი შემცველობა, ისევე როგორც ბიოგეოქიმიური მობილურობის კოეფიციენტი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე არსებული მცენარე, ფარსმანდუკი, რომელიც უფრო ტრასის მახლობლად ხარობს, დაბინძურებულია მძიმე მეტალებით. კერძოდ რკინა, ალუმინი და სპილენძით.