ka | en
ავტორიზაცია

ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია
ავტორი: სოფია სანადირაძეთანაავტორები: თამარ ხაჩიძე,ელენე შარია,გიორგი მუმლაძე
საკვანძო სიტყვები: ვირტუალური ლაბორატორია, კომპიუტერული სიმუალციები, ქიმიის სწავლება
ანოტაცია:
თანამედროვე საზოგადოებაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა როლი განუზომლად დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული სკოლებისთვის მათი საფუძვლიანი სწავლება კვლავ დაუძლეველ გამოწვევად რჩება. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაა ქიმიის სწავლების კუთხით. ამას მრავალი პრობლემა განაპირობებს, მათ შორის ერთერთია სკოლათა უმრავლესობაში მოქმედ ლაბორატორიათა არარსებობა. ამ პრობლემიდან ეფექტურ გამოსავლად მიიჩნევა ვირტუალური ლაბორატორიების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაცია. რასაკვირველია, ეს მიდგომა სრულიად ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულს, მაგრამ გამოირჩევა მრავალი უპირატესობით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება, დროის დაზოგვა, ხარჯის შემცირება.