ავტორიზაცია

ATLAS ექსპერიმენტის ტაილ კალორიმეტრის „დემონსტრატორის“ სისტემა
ავტორი: პავლე წოწკოლაურისაკვანძო სიტყვები: ატლას ექსპერიმენტი, ტაილ კალორიმეტრი, ცერნი, დემონსტრატორი
ანოტაცია:
მაღალი ლუმინისცენტურობის დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა განაპირობა ტაილ კალორიმეტრის სისტემის განახლება. ახალი სისტემა შეიცავს ოპტიმიზირებულ ანალოგურ დიზაინს დამატებითი დუბლირებით რათა თავიდან ავიცილოთ სისტემის მწყობრიდან გამოსვლა. მას ასევე გააჩნია უკეთესი დროითი პარამეტრები და გაუმჯობესებული ენერგიის რეზოლუცია. LHC სიხშირისა და მთელი ტაილ კალორიმეტრის სრულად ციფრული მონაცემების წასაკითხად გამოყენებულია მაღალი სიჩქარის მქონე ოპტიკური არხები, CERN-ის მიერ შექმნილი რადიაცია გამძლე ASIC (GBTx) ჩიპები და სხვადასხვა ტიპის FPGA. განახლებული ელექტრონიკის რეალურ პირობებში ტესტირებისთვის, ტაილ კალორიმეტრზე დამონტაჟდა „ჰიბრიდული დემონსტრატორი“, რომელიც შეიცავს ახალ ელექტრონიკას და ამავე დროს თავსებადი უკვე არსებულ სისტემასთან. ამ მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება დემონსტრატორის ძირითადი კომპონენტები და მათი მუშაობის პრინციპები.