ka | en
Company Slogan TODO

ფილმების აპლიკაცია Movie Space

ავტორი: ია გუგუნავა
თანაავტორები: მილენა მამადიანი, თამთა გოგიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ფილმი, საიტი, აპლიკაცია
ანოტაცია:

დღეისთვის მრავალი ვებსაიტი თუ აპლიკაცია არსებობს, რომელიც უადვილებს მომხმარებელს სასურველი ფილმის მოძებნას, აცნობებს კინოსამყაროს სიახლეებს, აძლევს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებასა და გარკვეული ფილმების სიების შედგენას (მაგალითად: სანახავი ფილმები, ნანახი ფილმები და ა.შ. ) თუმცა, საკმაოდ ცოტაა ისეთი პლატფორმების რაოდენობა, რომელიც გამართულ ფუნქციონალთან ერთად კრეატიულ დიზაინს, მოქნილ front-end-ს და ინფორმაციულად მდიდარ კონტენტს შეიცავს. სწორედ ამ მიზეზის გამო, მომხმარებელს ხშირად უწევს ამ რომელიმე კომპონენტის “დათმობა” სასურველი ინფორმაციის მისღებად, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს მათ გამოცდილებას და ნაკლებად უჩენს სურვილს, უკან მიუბრუნდეს ამ საიტს ან აპლიკაციას. ჩვენი ვებ-აპლიკაცია იქნება გამორჩეული უნიკალური UI/UX დიზაინით, რომელიც პირველივე შესვლისთანავე იპყრობს მომხმარებლის ყურადღებასა და ამასთანავე, აძლევს საშუალებას, განსაკუთრებით ქართველ მომხმარებელს, ფილმების ძიების, მათი სიების შექმნისა და განხილვის მაქსიმალურად სრულყოფილ გამოცდილებას. ვფიქრობთ, ამ პლატფორმის შექმნით ბევრ მომხმარებელს, რომელთა ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ნაწილი უკავია ფილმებს, გავუადვილდებათ საკუთარი ინტერესების სხვებთან გაზიარება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com