ავტორიზაცია

ვირუსები ჩვენს გარშემო და მათთან ბრძოლის არსებული და პერსპექტული ფიზიკური მეთოდები
ავტორი: გიორგი მესხიანოტაცია:
ვირუსები საზოგადოებისათვის ყოველთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდნენ უძველესი დროიდან მოყოლებული. თანამედრო პერიოდში კი კორონა ვირუსის მიმდინარე პანდემიამ განსაკუთრებით აქტუალური გახადა მათთან ბრძოლის მნიშვნელობა. დღის წესრიგში დადგა მათთან ბრძოლის ყველა ჩვენს ხელთ არსებული მეთოდის მოძიება და ახალ მეთოდების შექმნაზე ზრუნვა. აღნიშნული ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მიმოვიხილოთ ჩვენს გარშემო არსებული ვირუსები და მათთან ბრძოლის უკვე არსებული და პერსპექტული მეთოდები. აქედან გამომდინარე, ნაშრომში განხილული იქნება, ვირუსების წარმომავლობა, აგებულება, კლასიფიკაცია, ამასთანავე მიმოვიხილავთ, მნიშვნელოვან ვირუსებს, რომელთაც უდიდესი გავლენა იქონიეს კაცობრიობაზე. აგრეთვე, ვისაუბრებთ ბაქტერიოფაგზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა დ ა რომელმაც შეცვალა მედიცინის მიდგომები. ბოლოს განხილული იქნება ის ფიზიკური მეთოდები, რომლებიც ებრძვიან თრგუნავენ ვირუსებს და რომლებიც მომავალში მოიაზრებიან მათთან საბრძოლველად