ავტორიზაცია

ნიტროზო ჯგუფის შემცველი ჰექსოზების სინთეზი და კვლევა
ავტორი: ქეთევანი ონაშვილისაკვანძო სიტყვები: ნიტრო-ჯგუფი, გალაქტოზა, გლუკოზა, მანოზა
ანოტაცია:
უკანასკნელ წლებში ახალი, ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზის მიზნით, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნახშირწყლების მოდიფიკაციას სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთებით. ლიტერატურაში მწირი ინფორმაცია არსებობს ნახშირწყლებზე, რომლებიც შეიცავენ ნიტროზო ჯგუფს. ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების მოდიფიკაციისათვის გლიკოზიდების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ერთის მხრივ მათი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ – შეამციროს მათი ტოქსიურობა. N-ნიტროზო–გლიკოზილამინების სინთეზის მიზნით საწყის ნაერთებად აღებულ იქნა D-გლუკოზის, D-მანოზისა და გალაქტოზის კონდენსაციის პროდუქტები პ-ამინობენზოისმჟავას ეთილის ეთერთან, ბუთილის ეთერთან და პ-ტოლუიდინთან. N-(პ-ამინობენზოისმჟავას ეთილესთერილ)-D-β-გლუკოპირანზილამინი და N-(პ–ამინობენზოისმჟავას ეთილესთერილ)-D-β-მანოპირანოზილამინი. სინთეზირებული ნაერთების ნიტროზირებით ნატრიუმის ნიტრიტით მიღებულ იქნა შესაბამისი ნიტროზოწარმოებულები. სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.