ავტორიზაცია

ასტროფიზიკური ჯეტის ფორმირება სუსტად დამაგნიტებული აკრეციული დისკიდან ელექტრონ-იონურ-ფოტონური გაზით
ავტორი: ნანა შათაშვილითანაავტორები: ელენე კაცაძე, ნინო რევაზაშვილი
საკვანძო სიტყვები: ასტროფიზიკური ჯეტი, აკრეციული დისკი, ბელტრამი-ბერნულის წონასწორობა
ანოტაცია:
შევისწავლეთ ასტროფიზიკური ჯეტის ფორმირება აკრეციული დისკებიდან რელატივისტური დისკი-მძლავრი ჯეტის წონასწორული სტრუქტურის ჩამოყალიბებისას ბელტრამი-ბერნულის წონასწორული მიდგომის გამოყენებით. აკრეციული დისკი სუსტად დამაგნიტებულია და შედგება სრულად იონიზებული ელექტრონ-იონური პლაზმისა და ფოტონური გაზისაგან, რომელიც ძლიერ ბმაშია ელექტრონულ გაზთან ტომპსონის გაბნევის გამო (ხშირად გვხდება სხვადასხვა ბინარულ სისტემებში). შედეგად, ფოტონური გაზის ყოფაქცევა დამუხტული სითხის მსგავსია და ამოცანა დაიყვანება რელატივისტური სამ-სითხოვანი სისტემის შესწავლაზე. განვიხილავთ წონასწორობის ზღვრულ შემთხვევას (j×B=0) ლოკალურ მიახლოებაში უგულებელვყოფთ რა გაფართოებას და მძლავრ აზიმუტალურ დინებას. ანალიზი ემყარება განზოგადოებულ შაკურა-სუნიაევის α-ტურბულენტურ დისიპაციურ (აკრეციის მთავარი წყარო) მოდელს, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ფოტონური გაზის, ასევე იონური გაზის წვლილიც. ავაგეთ ანალიზური ავტომოდელური ამონახსნები წონასწორული დისკი-ჯეტის სტრუქტურის მახასიათებელი პარამეტრებისათვის (სიჩქარის ველი, განზოგადოებული გრიგალი, მაგნიტური ველი, ალფენური მახის რიცხვი) გრავიტირებადი ცენტრალური კომპაქტური ობიექტის ველში force-free პირობისას (დაკვირვებებით გამართლებულია ჩვენი სისტემისათვის) დისკში თვით-გრავიტაციის გათვალისწინების გარეშე. ნაჩვენებია, რომ მაგნიტური ველის ენერგია ჯეტში რამდენიმე რიგით დიდია აკრეციული დისკის ველთან შედარებით, მაშინ როდესაც ჯეტი ლოკალურად ზე-ალფენურია. მიღებული ამონახსნების გამოყენება შესაძლებელია ვარსკვლავთა ფორმირებისას დამზერილი ბინარული სისტემების ასტროფიზიკური ჯეტების ანალიზისას, აკავშირებს რა ჯეტის თვისებებს რელატივისტური ელეტრონ-იონურ-ფოტონური გაზის მქონე აკრეციული დისკების პარამეტრებთან.
მიმაგრებული ფაილები:
შათაშვილი [ka]Shatashvili [en]