ka | en
Company Slogan TODO

„N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინების წარმოებულების სინთეზი და მათი შესაძლო ბიოლოგიური აქტიურობის შესწვლა“

ავტორი: თამარ გელოვანი
საკვანძო სიტყვები: ნახშირწყლები; გლუკოზა; მანოზა; ნიტროზირება; გლუკოკონიუგატები;
ანოტაცია:

ანოტაცია თამარ გელოვანი „N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინების წარმოებულების სინთეზი და მათი შესაძლო ბიოლოგიური აქტიურობის შესწვლა“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი. ჭავჭავაძის გამზ. 3 N-გლიკოზიდური ბმა ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა ტიპის ბუნებრივ ნაერთებში, ძირითადად ნუკლეინის მჟავებსა და გლიკოპროტეინებში, ზოგიერთ კოენზიმში, ასევე ნუკლეოტიდების სინთეზურ ანალოგებში, ანტიმეტაბოლიტებში, რომლებიც გამოიყენება სიმსივნური დაავადებებისა და ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. სხვადასხვა ტიპის N-გლიკოზიდებისა და მათიწარმოებულების სინთეზის ეფექტური მეთოდოლოგიების შექმნა სასარგებლო იქნება ბუნებრივი პროდუქტების სინთეზური ანალოგების სრტუქტურის დადგენისა და სინთეზისათვის. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკო¬პირა¬¬¬ნოზილამინის ზოგიერთი წარმოებულის სინთეზი და მათი შესაძლო ბიოლოგიური აქტიურობის პროგნოზირება. N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის სინთეზი განხორციელდა D-გლუკოზის 4-ამინობენზოის მჟავასთან კონდენსაციით 95%–იანი მეთანოლის არეში, კატალიზატორის NH4Cl თანაობისას და მიღებული N-გლიკოზილამინის შემდგომი აცეტილირებით. N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირა¬ნოზილამინის (3) და N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-მანოპირა¬ნოზილამინის (9) H-L-Gly ეთილესტერის ჰიდროქლო-რიდთან, H-L-Gly-Gly ეთილესტერის ჰიდროქლო¬რიდთან და H-L-His მეთილესტერის დიჰიდროქლორიდთან კონდენსაციით N,N′-დიციკლოჰექსილ-კარბოდიიმიდის და ტრიეთილამინის თანაობისას 0C ტემპერატურაზე, პირველად იქნა მიღებული შესაბამისი ახალი ტიპის წარმოებულები. ასევე (3) და (9) ნივთიერებათა ნიტროზირებით სინთეზირებულ იქნა N-ნიტროზო-პ-ამინობენზოისმჟავას-2,3,4,6–ტეტრა–O–აცეტილ–β-D გლუკოპირანოზილ-ამინი(13) და N-ნიტროზო-პ-ამინობენზოის ჟავას-2,3,4,6–ტეტრა–O–აცეტილ–β-D-მანოპირანოზილამინი(14) სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით. კომპიუტერული პროგრამის PASS Online-ის მეშვეობით, ნივთიერებების სტრუქტურა ბიოაქტიურობის ანალიზის საფუძველზე სინთეზირებული ნაერთებისათვის პროგნოზირებულ იქნა შესაძლო ბიოლოგიური აქტიურობის სპექტრი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com