ავტორიზაცია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგადი ცნობები და დემოგრაფიული მახასიათებლები
ავტორი: Kvetenadze კვეტენაძესაკვანძო სიტყვები: მუნიციპალიტეტი, დემოგრაფია, მოსახლეობა, ტურიზმი
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაცია, სადაც წარმოჩენილია მისი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ეკონომიკური თუ ტურისტული განვითარების პოტენციალი, როგორც რეგიონულ, ისე მუნიციპალურ დონეზე. ასევე, ნაშრომში ყურადღება დაეთმობა ისეთ დემოგრაფიულ პროცესებს, როგორიცაა მიგრაცია, შობადობა და მოკვდაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა მოსახლეობის აღწერების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, რომელმაც აჩვენა პირდაპირი კავშირი ეკონომიკურ მდგომარეობასთან. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და აქ არსებული სამრეწველო დარგები თუ სხვადასხვა კომერციული დაწესებულებების რაოდენობა, ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას რომ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდეს ეკონომიკური ზრდა. რაც თავისთავად გამოიწვევს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდას, კეთილდღეობის ამაღლებას, შედეგად წარმოაჩენს მუნიციპალიტეტს, როგორც რეგიონულ, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე.
მიმაგრებული ფაილები:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგადი ცნობები და დემოგრაფიული მახასიათებლები [ka]General information and demographic characteristics of Zestafoni municipality [en]