ka | en
Company Slogan TODO

მცენარე მწვანე ამარანდას ფიტორემედიაციული თვისებები

ავტორი: დავით სებუა
საკვანძო სიტყვები: ფიტორემედიაცია, მწვანე ამარანდა
ანოტაცია:

ცხოვრების თანამედროვე რიტმი წარმოუდგენელია ინდუსტრიული განვითარების გარეშე. ინდუსტრიული განვითარება კი ხშირად ზიანის მომტანია გარემოსთვისა და ადამიანისთვის. პრობლემას ქმნის კანცეროგენული ნივთიერებების გაფრქვევა, აკუმულაცია და მათი ნეგატიური ზეგავლენა ცოცხალ სამყაროზე. სამწუხაროდ, განვითარებად ქვეყნებში დაბინძურების ხარისხი ნაკლებად კონტროლდება. ამან შესაძლოა წარმოშვას სერიოზული პრობლემები, როგორც გარემოსთვის, აგრეთვე ადამიანისთვის. სიტუაცია, როცა ქვეყანა უკვე დაბინძურების სურათის წინაშეა, არ არის საქართველოსთვის უცხო. შესაბამისად ,მნიშვნელოვანია გამოვიკლვიოთ გზა, რომლითაც ამ დაბინძურებას აღმოვფხვრავთ. წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა მწვანე ამარანდას (ამარანდა ვირდის) ფიტორემედიაციული თვისებები. კვლევის საგანს წარმოადგენდა შეესწავლათ მცენარის უნარი ამოიღოს ნიადაგიდან კადმიუმი (Cd) , სხვა მეტალებთან თანაობისას. შეირჩა ორი ტიპის ნიადაგი. ერთი კონტამინირებული, ხოლო მეორე საკონტროლო ე.წ “სუფთა” ნიადაგი. კვლევის ფარგლებში 0.5- 11 მგ/კგ დაბინძურების პირობებში მცენარე ამარანდამ აჩვენა მრავალი საინტერესო თვისება. მცენარე ყველაზე მეტ კადმიუმს იღებს, როცა ნიადაგის დაბინძურება 1- 1,5 მგ/კგ საზღვრებშია. ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყდნობით დაანგარიშდა სხვადასხვა მეტალის აკუმულაციის კოეფიციენტი. საბოლოო შედეგების შეჯამებისათვის წარმოდგენილი მონაცემები დაიყო 4 ჯგუფად. კვლევის პროცესში გამოიკვეთა კადმიუმის კონცეტრაციის რეგრესიული დამოკიდებულება ისეთ მეტალებთან, როგორებიცაა: თუთია (Zn) - R2=0.4703; დარიშხანი (As) - R2=0,151; სპილენძი (Cu) R2=0,1083; ალუმინი (Al) - R2=0,1113;


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია ინგლისურად [en]
ანოტაცია ქართულად [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com