ავტორიზაცია

ენანტიოსელექტიური მეთოდის დამუშავება ნერწყვში კლეფედრონისა და მისი მეტაბოლიტების რაოდენობრივი განსაზღვრისათვის სითხური ქრომატოგრაფი მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით
ავტორი: ლაშა გიუნაშვილისაკვანძო სიტყვები: ენანტიოსელექტიური, კლეფედრონი
ანოტაცია:
პროექტის მიზანს წარმოადგენს სითხური ქრომატოგრაფია მას-სპექტრომეტრიის ტანდემური მეთოდის დამუშავება ნერწყვში კლეფედრონისა და მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური რაოდენობრივი გასაზღვრისათვის. პროექტის ფარგლებში ანალიზურ მეთოდად გამოვიყენეთ სითხური ქრომატოგრაფიისა და მას-სპექტრომეტრიის ტანდემი, ხოლო ქირალურ ადსორბენტად isp-10b, Lux i-Amylose-3, Lux AMP. ქრომატოგრაფიული დაყოფისათვის მოძრავ ფაზად გამოყენებული იყო აცეტონიტრილი/წყალი 97/3 პროცენტული თანაფარდობით, რომელსაც დამატებული ჰქონდა 5 მილიმოლური ამონიუმის აცეტატი. ასეთ ქრომატოგრაფიულ სისტემაში შესაძლებელია არა მარტო კლეფედრონისა და მისი მეტაბოლიტების ქრომატოგრაფიული დაყოფა, არამედ კლეფედრონისა და მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური დაყოფაც. ასევე შევისწავლეთ ხუთი პაციენტის ნერწყვში კლეფედრონის კონცენტრაციის დროზე დამოკიდებულება. ანალიზური მეთოდის ვალიდაცია მოხდა შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით. (4-ქლორომეთკათინონი; 1-(4-ქლოროფენილ)-2-მეთილამინო)პროპან-1-ონი), იგივე კლეფედრონი არის სინთეზური კათინონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კლეფედრონი. ის გვხვდება ფხვნილის ან კრისტალური სახით. კლეფედრონი ზრდის უჯრედგარე ნეიროტრანსმიტერების დონეს, განსაკუთრებით დოფამინს, ნორადრენალინს და სეროტონინს. მისი მოლეკულური მექანიზმები და ფუნქციური თვისებები მსგავსია სხვა ფსიქოსტიმულატორების. გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს ჰიპერტენზიას, გულმკერდის ტკივილს, ტაქიკარდიას, აგზნებას, შიშს, აგრესიას, ფსიქოზებს, ჰალუცინაციების და უძილობას.