ka | en
Company Slogan TODO

სწავლების მეთოდები და მათი გამოყენების სტრატეგიები, ლაბორატორიულ-კვლევითი მეთოდი

ავტორი: თამარ ჯანხოთელი
საკვანძო სიტყვები: სწავლების მეთოდები
ანოტაცია:

ანოტაცია წარმოდგენილ ნაშრომში მოცემულია სწავლებისა და სწავლის ინტერაქტიური მეთოდები, აქტივობის ფორმები და მათი ზოგადი დახასიათება . სწავლების მეთოდები განხილულია შესაბამისი მაგალითებითა და დასაბუთებით. მოცემული მეთოდებიდან პედაგოგის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა და მისი ეფექტურად გამოყენება პრაქტიკაში. ნაშრომი მოცემულია მასალა იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაიგეგმოს საგანმანათლებლო პროცესი, რომ გახდეს მეტად საინტერესო. მნიშვნელოვანია მოსწავლეს ხარისხიანად მიეწოდოს შესაბამისი ცოდნა. მასალაში დეტალურად არის განხილული ლაბორატორიულ-კვლევითი მეთოდი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული მეცადინეობები, რომელი მეთოდებისა და ხერხების გამოყენებაა მიზანშეწონილი მოსწავლეების აზროვნებისა და ყურადღების გასააქტიურებლად, როგორ გავუღვივოთ მათ საგნის შესწავლის სურვილი. განხილულია როგორ უნდა ჩატარდეს ქიმიის პირველი გაკვეთილი ისე, რომ საგნის გაცნობისთანავე დავაინტერესოთ მოსწავლეები, რადგან ახალ საგანზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ძალზე მნიშვნელოვანია. საკითხები მნიშვნელოვანი და აქტუალურია სწავლების პროცესში მონაწილე ყველა რგოლისათვის, ცოდნის გადაცემის და მიღების პროცესი ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული, რაშიც პედაგოგს უდიდესი წვლილი მიუძღვის, რადგანაც იგი აყალიბებს მოსწავლეებში გარკვეულ ფუნდამენტურ შეხედულებებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com