ka | en
Company Slogan TODO

საქართველოში გავრცელებული მყარი ტკიპების (Ixodidae) მოლეკულურ-გენეტიკური დახასიათება ბარკოდირების მეთოდით

ავტორი: მარიამ ზაკალაშვილი
თანაავტორები: მარიამ ზაკალაშვილი1, ივან მარია ლინტონ2 , გვანცა ჭანტურია1, ნინო აბაშიძე1, გიორგი ჩახუნაშვილი1, ჯულეტა მანველიანი1, გიორგი თომაშვილი1, როენა სუხიაშვილი1, დავით წერეთელი1, პაატა იმნაძე1
საკვანძო სიტყვები: მყარი ტკიპები (Ixodidae);COI (cytochrome oxidase) გენის უბნი, პრაიმერები HCO/LCO, ChelF1/ChelR2, სახეობა Rhipicephalus annulatus, ;
ანოტაცია:

აბსტრაქტი მყარი ტკიპები (Ixodidae) ინფექციური დაავადებების გადამტანი ვექტორები არიან. საქართველოში, სხვადასხვა სახეობის ტკიპები ფართოდ არიან გავრცელებული , შესაბამისად სეზონურად ვრცელდება ტკიპით გადამტანი დაავადებებიც, მაგალითად როგორიცაა (ბორელიოზი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ტულარემია რიკეტსიოზი და სხვა) ამ კვლევის მიზანია, საქართველოში გავრცელებული მყარი ტკიპების მოლეკულურ-გენეტიკური შესწავლა და დახასიათება, კვლევისთვის შეირჩა მოლეკულურ დიაგნოსტიკური მეთოდი გენეტიკური სექვეირება, რომელიც ბარკოდირების სახელითაა ცნობილი, საქართველოში, ტკიპების მოლეკულური შეაწავლა ბარკოდირების მეთოდით ჯერ არ ჩატარებულა. ამისათვის, გაკეთდა ოპტიმიზაცია და ასევე შეირჩა პროტოკოლები დნმ-ის ექსტრაციის და პჯრ ამპლიფიკაციისათვის. საქართველოს სხვადახვა რეგიონიდან, (შიდა ქართლი, ასპინძა, ახალციხე) შეგროვდა, მყარი ტკიპების 300-მდე ნიმუში; 91 ნიმუშიდან გამოიყო სრული გენომური დნმ, მათგან 74-ისთვის ჩატარდა პჯრ ამპლიფიკაცია, სამიზნე იყო ციტოქრომ ოქსიდაზა COI (cytochrome oxidase) გენის უბნი, გამოყენებული იქნა პრაიმერები HCO/LCO და ChelF1/ChelR2. გენეტიკური სექვეირების- ,,სანგერ სექვენსის’’ მეთოდით დასექვენირდა 25 ნიმუში. კვლევის შედეგები, დამუშავდა პროგრამით- Geneious Prime. ნიმუშების სახეობების დადგენა მოხდა მაღალი სანდოობით, (Query coverage 99.3 %) გამოკვლეული 25 ნიმუშიდან გაირკვა, რომ 3 აღმოჩნდა Hyalomma scupense (შიდა ქართლი და ასპინძა), 4 Dermacentor marginatus (შიდა ქართლი), 1 Hyalomma marginatum (ასპინძა), 13 Rhipicephalus annulatus (ახალციხე და ასპინძა) და 5 Rhipicephalus bursa (ახალციხე). ჩამოთვლილი სახეობებიდან ადამიანისთვის ყველა საფრთხის შემცველია, როგორც ზემოთ აღინიშნა გადააქვთ, როგორც ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და ასვე ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაავადებები, სახეობა Rhipicephalus annulatus, კი უმეტესად საქონელს აზიანებს. გენომური სექვენსები, გეოგრაფიული მდებარეობის მითითებით აიტვირთა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო ბაზაში და აიგო ფილოგენეტიკური ხე. - BOLD Systems https://www.boldsystems.org/



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com