ka | en
Company Slogan TODO

პირველადი ჰელიუმის ფორმირება ადრეულ სამყაროში

ავტორი: ზაალ მაჭავარიანი
თანაავტორები: თ. კერესელიძე, ი. ნოსელიძე
საკვანძო სიტყვები: ჰელიუმი, რეკომბინაცია, წითელი წანაცვლება
ანოტაცია:

შემუშავებულია გაანგარიშების სწრაფი და შედარებით მარტივი სქემა ჰელიუმის კოსმოლოგიურ რეკომბინაციისათვის. არარელატივისტური კულონ-გრინის ფუნქციის გამოყენებით, დამჯახებელი ელექტრონის ტალღური ფუნქცია წარმოდგენილია ინტეგრალური ფორმით. ჰელიუმის ატომის ფორმირების სხვადასხვა მექნიზმებისათვის გამოთვილია თავისუფალი ელექტრონის აღგზნებულ მდგომარეობაში ჩაჭერისა და ჰელიუმის ატომში ბმული მდგომარეობებს შორის გადასვლის ალბათობები. ჰელიუმის ატომში ბმული ელექტრონების კვანტური მდგომარეობები აღწერილია ჰარტრი-ფოკის ტალღური ფუნქციებით. გამოთვლებმა აჩვენეს, რომ თავისუფალი ელექტრონის აღგზნებულ მდგომარეობაში ჩაჭერის ალბათობები სუსტად არიან დამოკიდებული ჰელიუმის იონიში ელექტრონის მიერ ბირთვის კულონური ველის ეკრანირების ეფექტიზე, ანუ იმაზე თუ რამდენად განსხვავდება ველი ბირთვის Z=1 წმინდა კულონური ველსგან, მაშინ როდესაც ეს ალბათობები ძლიერად არიან დამოკიდებული რეკომბინაციაში მონაწილე ბმული აქტიური ელექტრონის ტალღური ფუნქციის არჩევანზე.


მიმაგრებული ფაილები:

აბსტრაქტი [ka]
Abstract [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com