ka | en
Company Slogan TODO

თანაბრად მტკიცე ხვრელების აგება ბრტყელი დრეკადობის თეორიის შერეული ამოცანისათვის მრავლადბმული არისათვის

ავტორი: ნანა ოდიშელიძე
საკვანძო სიტყვები: შერეული ამოცანა, დაძაბულობის მდგომარეობა, გარე და შიდა საზღვრები
ანოტაცია:

ნაშრომი ეხება თანაბრად მტკიცე ხვრელების აგებას ბრტყელი დრეკადობის თეორიის შერეული ამოცანისათვის მრავლადბმული არისათვის, რომლის გარე საზღვარი არის რომბის საზღვარი; შიდა საზღვარი საძიებელი ორი ხვრელი, რომლებიც სიმეტრიულია მისი დიაგონალების მიმართ. გარე საზღვრის წრფივ მონაკვეთებზე მოდებულია აბსოლიტურად გლუვი შტამპები სწორხაზოვანი ფუძეებით, რომლის შუა წერტილებზე მოქმედებენ ძალები. არ არის ხახუნი მოცემული დრეკადი სხეულის ზედაპირსა და შტამპებს შორის. უცნობი კონტურები თავისუფალია გარე დატვირთვებისაგან. ტანგენციალური ძაბვები ნულის ტოლია მთელი საზღვრის გასწვრივ და ნორმალური გადაადგილებები საზღვრის სწორხაზოვან ნაწილებზე მუდმივია. ხვრელების კონტურის ფორმა და სხეულის დაძაბულობის მდგომარეობა განისაზღვრება იმ პირობით, რომ ხვრელების კონტურზე წარმოქმნილი ტანგენციალური ნორმალური ძაბვები იღებდნენ მუდმივ მნიშვნელობას. ასეთ ხვრელებს თანაბრად მტკიცე ხვრელებს უწოდებენ. თანაბრად მტკიცე კონტურები და დაძაბულობის მდგომარეობა განსაზღვრულია კომპლექსური ანალიზის მეთოდების გამოყენებით. ამონახსნი ჩაიწერა კვადრატურებში. ყველა გამოთვლები და თანაბრად მტკიცე კონტურების აგება განხორციელდა პროგრამა Mathcad-ის გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com