ka | en
ავტორიზაცია

ტრანსფორმერებისა და რეკურენტული ნეირონული ქსელების საშუალებით ომონიმთა კლასიფიკაცია ქართულ ენაში
ავტორი: დავით მელიქიძესაკვანძო სიტყვები: ტრანსფორმერები, რეკურენტული ნეირონული ქსელი, ომონიმთა კლასიფიკაცია
ანოტაცია:
ომონიმთა ამოცნობა და კლასიფიცირება არსებითი როლს თამაშობს ბუნებრივი ენის დამუშავებაში. ქართული ენა, რომელიც აგლუტინაციურ ენებს განეკუთვნება, ამ მხრივ აწყდება გამოწვევებს. აგლუტინაციურ ენებში, როგორიცაა ქართული, სიტყვები ძირითადად ფორმირდება მორფემთა შეერთებით. ასეთი სტრუქტურული მახასიათებელი ომონიმთა ამოცნობის პრობლემას ბევრად ართულებს, განსხვავებით უფრო მოქნილი ინდო-ევროპული ენებისგან. ჩვენი მიზანია გავამახვილოთ ყურადღება სპეციფიკურ პრობლემებზე, რომლებიც შეეხება ომონიმთა კლასიფიკაციას ქართულ ენაში, და წარმოვადგინოთ გზები მათ მოსაგვარებლად. ჩვენ განვიხილავთ სირთულეებს, რომლებსაც ქართულ ენაში ვაწყდებით, და ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოვაყალიბეთ გამოწვევების ეფექტურად მოგვარებისთვის.