ავტორიზაცია

ფოიერვერკი: მათი გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე
ავტორი: ანა ნებიერიძეანოტაცია:
ფოიერვერკები პიროტექნიკური მოწყობილობების ერთ-ერთ კლასს წარმოადგენენ. მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა მათ გამოიყენებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის (დაბადების დღეები, ქორწილები და ასე შემდეგ) აღსანიშნავად. შედეგად, ამ მოწყობილობებთან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შეხება, რაც უარყოფითად აისახება როგორც ცალკეულ ინდივიდებზე, ისე მთლიან ეკოსისტემაზე. ამგვარად, ფოიერვერკს ადამიანების უმრავლესობა რაიმე დღესასწალის აღსანიშნავად გამოიყენებს, თუმცა ნიშანდობლივია ისიც, რომ მათ ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ გარემოსთვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ და რატომ უნდა ავარიდოთ თავი ამ მოწყობილობებს და აქვს თუ არა გამოყენების რაიმე ალტერნატიული, შედარებით უსაფრთხო წესი. წინამდებარე ნაშრომში განხილულია, თუ როგორია ფოიერვერკის უარყოფითი გავლენა გარემოზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან. ნაშრომში განხილული საკითხი ძალზედ აქტუალურია, რადგან საქართველოში მცხოვრებმა ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის პიროტექნიკის მავნე მახასიათებლები. აღნიშნულ ნაშრომში განხილული საკითხები კი დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, მეტი გაიგოს ამ თემის პრობლემატიკის შესახებ და გაითვალისწინოს ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.