ka | en
Company Slogan TODO

დნმ-ის მონაცემთა ბაზა და მისი მნიშვნელობა

ავტორი: მაგდა ლუაშვილი
ანოტაცია:

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა სისხლის სამართლის სისტემაზე ბოლო წლებში. იგი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გამოძიების მსვლელობისას. მისი ეფექტურობა იზრდება მონაცემთა ბაზის ზრდასთან ერთად. მონაცემთა ბაზა შეიძლება გამოყენებულ იქნას ეჭვმიტანილების მოსაძებნად სხვადასხვა ძალადობრივი დანაშაულების საქმეებში. მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დნმ-ის მონაცემთა ბაზას აკისრია, არის გვაჩვენოს კავშირი და ასოციაცია სხვადასხვა გაუხსნელ საქმეებს შორის. დნმ-ის მონაცემთა ბაზა ეფექტურია, რადგან დანაშაულთა უმეტესობა ჩადენილია განმეორებით, უკვე ნასამართლეობის ისტორიის მქონე ადამიანის მიერ. დნმ-ის მონაცემთა ბაზა ასევე დიდ როლს თამაშობს დაკარგული პირის, ავიაკატასტროფის, ტერორისტული თავდასხმის ან სხვ. პირების იდენტიფიკაციაში. ამიტომ, მსოფლიოს გარშემო უამრავმა ქვეყანამ დაიწყო დაკარგული ადამიანების მონაცემთა ბაზის შექმნა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com